პროექტის შესახებ

იდეა რომ გაგვეკეთებინა ონლაინ მაღაზია (პარკეტის და მის გარშემო არსებულ პროდუქციაზე თუ სერვისზე) გამოიწვია მოთხოვნილებამ და საჭიროებამ, რომელიც ჩვენი როგორც ხელოსნების მომხმარებლებთან ურთიერთობაში გამოიკვეთა.

ყველაზე დიდი პრობლემა რაც დამკვეთსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობაში იკვეთება ეს არის უნდობლობა… ხშირად არის შემთხვევა როცა დამკვეთს არ აქვს დრო რომ იყიდოს მასალა მაგრამ ამავე დროს არ აქვს ნდობა ხელოსნის, რომელსაც დაავალებს ამ ყველაფერს და იგი პატიოსნად შეასრულებს დამკვეთის თხოვნას. გარდა ამისა არ აქვს ინფორმაცია მასალის შესახებ იქნება ეს ფასი თუ შესაძენი მასალის ტექკნიკური მახასიათებლები, ხოლო თუ გამონახა დრო და გავიდა მასალის შესაძენად არც აქ არის დაზღვეული.

რატომ ჩვენ?

უკვე 10 წელზე მეტია რაც ამ სფეროში უშუალოდ ვართ ჩართული. მასალის შემომტანები აქებენ და ადიდებენ თავიანთ შემოტანილ პროდუქციას და ახვევენ თავს მომხმარებელს, მიუხედავად იმისა წაადგება თუ არა ის მის ინტერესებს.

ჩვენი საიტი ამ ყველაფერს გახდის თქვენთვის უფრო ხელმისაწვდომს და კომფორტულს. ჩვენ საიტზე განვათავსებთ საქართველოში არსებულ თითქმის ყველა პროდუქციას იქნება ეს პარკეტი, ლამინატი, პარკეტის ლაქი თუ სხვა რამ რაც იატაკის მოწყობას თქვენთვის უფრო მარტივს, კომფორტულსა და იაფს გახდის. რაც ყველაზე მთავარია ფასები იქნება რეალური და ხშირ შემთხვევაში იმაზე იაფი ვიდრე ეს სარემონტო მასალის ჰიპერმარკეტებში ან ელიავაზე გვხვდება.

  ყველაფერთან ერთად გთავაზობთ ადგილზე მიტანის სერვისს რაც დაზოგავს თქვენს დროსა და ენერგიას. სერვისი იქნება მაქსიმალურად ხელმისაწვდომი. მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის. გისურვებთ წარმატებებს…

საკურიერო მომსახურება

 

პატარა ავტომობილით გადატანის შემთხვევაში ფასი თბილისის მასშტაბით იქნება 10-დან 20 ლარამდე მდებარეობის მიხედვით.


დიდი ავტომობილით გადატანის შემთხვევაში ფასები იქნება შესასრულებელი სამუშაოს მიხედვით.