გთავაზობთ პარკეტის მოწყობით სამუშაოებს უახლესი ტექნოლოგიებით,
ყველა პროცედურის თანმიმდევრული და საჭირო სტანდარტების დაცვით.
დაგვიკავშირდით: +(995) 579 95 94 93

პარკეტი ითვლება იატაკის ყველაზე პოპულარულ მასალად. ბევრი ადამიანი აირჩევს მას თავისი ესთეტიკისა და ეკოლოგიურობის გამო. თუმცა, არასწორად დაგებულმა პარკეტმა დროთა განმავლობაში, შეიძლება დაიწყოს უსიამოვნო ხმების გამოცემა. ასერომ პარკეტის დაგების სურვილის შემთხვევაში, პირველ რიგში, უნდა შეირჩე პროფესიონალი სპეციალისტთა გუნდი რათა ამის შემდეგ სწორად მოხდეს საჭირო მასალის შერჩევა და სწორად შესრულდეს პარკეტის დაგება ისე, რომ თავიდან ავიცილოთ ყველა გვერდითი მოვლენა.

ხე საკმაოდ მტკიცე მასალად ითვლება, მაგრამ ის ძალიან მგრძნობიარეა გარე გარემოებებზე. დაგებული პარკეტის არასასურველი შედეგების ყველაზე პოპულარულ მიზეზად ითვლება, პარკეტის დაგების არასწორად შესრულება.

თუ დაგეგმილია გათბობის სისტემის მონტაჟი საფარქვეშ, უაღრესად არასასურველი იქნება წიფელის ან ნეკერჩხალის მასალის გამოყენება, რადგან ასეთი ხე, ყველაზე დეფორმირებადია.

პარკეტი სკეპტიკურად რეაგირებს გარემოს ცვლილებებზე. ამიტომ, ოთახში, სადაც პარკეტი არის დაგებული, აუცილებელია რეგულარული მონიტორინგი ტენიანობისა და ტემპერატურის დონეზე. წყლით პირდაპირი შეხება სრულიად გამორიცხული უნდა იყოს.

პარკეტის დაგებამდე აუცილებელია ოთახის გაწმენდა, ყველა საყოფაცხოვრებო ნაგვისგან. საჭიროა მომზადდეს ყველა საჭირო იარაღი და მასალა. პარკეტის დაგება უფრო შრომატევადია ვიდრე ლამინატის დაგება, თუმცა პარკეტი უფრო ადვილად შეკეთებისა და რესტავრაციის საშუალებას იძლევა.