რჩევები იატაკის მოხვეწა იგივე ციკლოვკასთან დაკავშირებით.
🔴 ბოლო დროს, აქტუალური გახდა ბუნებრივი სარემონტო მასალის გამოყენება და რა შეიძლება იყოს უფრო ბუნებრივი და ტრადიციული, ვიდრე ხის იატაკი? იქნება ეს პარკეტი თუ ხის ფიცარი, ორივე კარგად ერგება ნებისმიერ ინტერიერს. გარდა ამისა, თანამედროვე ტექნოლოგიებს უკვე შეუძლია მოძველებული ხის იატაკის განახლება(იატაკის მოხვეწა-ციკლოვკა) და მისი სიცოცხლისუნარიანობის გახანგრძლივება საკმაოდ ეფექტიანად. ინტერიერის საბოლოო დიზაინიც, ხის იატაკის გათვალისწინებით იქმნება. არ აქვს მნიშვნელობა თქვენ ახალ პარკეტს ან ხის ფიცარს აგებთ თუ ძველის განახლებას(იატაკის მოხვეწა-ციკლოვკა) აკეთებთ, ბოლოს ყველა შემთხვევაში ზედაპირის დაფარვა უნდა მოხდეს დამცავი ფენით(ხშირ შემთხვევაში ლაქით დაფარვა ხდება).
🔴 რა არის საჭირო, სამუშაოს შესრულებისთვის?
სამწუხაროდ, პრაქტიკულად შეუძლებელია ხის გახეხვა თვითნაკეთი საშუალებებით. საჭიროა სპეციალური აპარატები ზედაპირისთვის და კუთხეებისთვის. ამგვარი აპარატების ღირებულება საკმაოდ ძვირია და მათი შეძენა პირადი მოხმარებისთვის შეუსაბამოა. რა უნდა გავაკეთოთ? ამ სიტუაციიდან ერთი გზა არსებობს:
დაიქირავეთ კომპეტენტური სპეციალისტი, რომელიც ამ ყველაფერს ყველა სტანდარტის დაცვით შეასრულებს.
სამუშაოს დაწყების წინ, ოთახი რომელშიც უნდა შესრულდეს იატაკის მოხვეწა, აუცილებლად უნდა იყოს დაცლილი ნებისმიერი ავეჯისაგან, ეს იქნება მოძრავი ბორბლებიანი კარადა თუ უძრავი საწოლი. ძველი პარკეტის განახლების(ციკლოვკის) შემთხვევაში, აუცილებლად უნდა იყოთ დარწმუნებული იმაში, რომ პარკეტი მყარია და არ მოძრაობს გარკვეულ ადგილებში.
⚠️ მნიშვნელოვანია: ციკლოვკის ყველა აპარატი აღჭურვილია მტვერის შემგროვებელი ჩანთით, რათა მტვერი გარეთ არ გაიფანტოს, მაგრამ არც აქ ხართ 100 პროცენტით დაცული ამისაგან. რეკომენდირებულია სხვა ოთახების კარების დაკეტვა, რათა ზედმეტი მტვერი არ მიმოიფანტოს.
იხილეთ ჩვენი მომსახურება >>> სარემონტო სერვისი